|
2015-09-03 12:44:12, 591 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ახალი სერვისი დაინერგა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ახალი სამედიცინო სერვისის დანერგვის პროცესს გაეცნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რეფერალურმა ჰოსპიტალმა დასავლეთ საქართველოში პირველმა დაამონტაჟა დენსიტომეტრიის აპარატი, აღნიშნული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევა განსაკუთრებული სიზუსტით ასახავს ძვალ სახსროვანი სისტემის მდგომარეობას. „დენსიტომეტრიის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციულ ასაკს გადაცილებული ქალებისთვის, ხანგრძლივად ჰორმონოთერაპიაზე მყოფი პაციენტებსთვის და მათთვის ვისაც ოსტეოხონდროზისა და ოსტეოპორზის დიაგნოზი აქვს დასმული. კვლევის ჩატარების შემდეგ ზუსტად დგინდება ძვლების მინერალიზაციის ხარისხი რაც ხანდაზმულ ასაკში სპონტანური მოტეხილობების რისკს მინიმუმადე ამცირებს. “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” მიერ აღნიშნული სამედიცინო სერვისის დანერგვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აჭარის რეგიონისთვის სადაც ჰაერის ტენიანობა მაღალია, რაც რევმატიული და ფილტვის ობსტრუქციული დაავადებების რისკს ზრდის“, -განაცხადა “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” შინაგანი მედიცინისა და ამბულატორიის სერვისების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა მარიკა თოიძემ. ახალი სერვისის გაშვებასთან დაკავშირებით დღესვე რეფერალურ საავადმყოფოში ჩაქვის რეაბილიტაციის ცენტრის პაციენტებისათვის ჩატარდა უფასო დენსიტომეტრიული კვლევა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)