05:27 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 12:15:24, 1213 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა გამცილებლებს ინგლისურ ენაში გადაამზადებს

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო ფილიალის თანამშრომლები ინგლისური ენის კურსებს გაივლიან. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც მგზავრებთან პირისპირ კომუნიკაცია  აქვთ.

გადამზადების კურსები სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში უკვე დაიწყო. რკინიგზის თანამშრომლები გაკვეთილებს კვირაში ორჯერ დაესწრებიან. გადამზადების კურსი ორი თვე გაგრძელდება.

,,სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ორიენტირებულია რკინიგზის საჭიროებებზე, შესაბამისად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, რომლითაც პირს კვალიფიკაცია ენიჭება, კოლეჯი ახორციელებს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს. ეს არ არის ჩვენთვის გადამზადების კურსების პირველი შემთხვევა, ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება გვაქვს. ვფიქრობ, ინგლისური ენის გადამზადების კურსი ყველა შემთხვევაში ეფექტური იქნება, რადგან თითოეული დეტალი წინასწარ არის განსაზღვრული. იმედი გვაქვს, რომ ეს კურსიც სრული წარმატებით ჩაივლის“, - აცხადებს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორი, მანანა მოისწრაფიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics