05:27 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 11:01:08, 1221 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან ცოტნე გამსახურდიას მკურნალობა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ჩაუტარდება

დღეიდან ცოტნე გამსახურდიას მკურნალობა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში უტარდება.

ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“ წერს.

გამსხურდიას თქმით, ცოტნეს მკურნალობის პროცესში მათ ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობა დაეხმარა.

„ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი,ასევე ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ“, - წერს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ  4 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics