10:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 10:54:30, 363 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთში საქართველოს ელჩი: საფრთხე, რომ შეიძლება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას კენჭი არ ეყაროს, არ არის

საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკატერინე  სირაძე-დელონეს  განცხადებით, საფრთხე, რომ შეიძლება საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას კენჭი არ ეყაროს, არ არსებობს.

როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საფრანგეთი დიდი ქვეყანაა და უბრალოდ  მათი პროცედურული საკითხები დიდ დროს იკავებს.

"გაწელვა არ მომხდარა, უბრალოდ საფრანგეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, მათი პროცედურული საკითხები საკმაოდ დიდ დროს იკავებს ხოლმე. ფაქტობრივად, დასრულებულია და დარჩენილია ბოლო ეტაპი, რაც არის სენატში კენჭისყრა და შემდეგ უკვე დასრულდება. ანუ, გავიარეთ ყველა ეტაპი, დასასრულებელია მხოლოდ ერთი და ველოდებით, რომ სექტემბერში იქნება კენჭისყრა და საბოლოო ჯამში დასრულდება. პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ამასთან დაკავშირებით. არანაირი საფრთხე, რომ შეიძლება კენჭი არ ეყაროს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას არ არის",-განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics