01:05 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-11 12:41:51, 3663 ნახვა

სამართალი
გიორგი გელხაური - არ გაქვს მოლოდინი, რომ „ტოიოტას“ მგზავრებს ბრალი დაუმძიმდებათ

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ არ აქვთ მოლოდინი რომ „ტოიოტას“ მგზავრებს ბრალი დაუმძიმდებათ.

ამის მიზეზად გელხაური ასახელებს იმას, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმის, რომ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებს რაიმე სახის ფიზიკური შემხებლობა ჰქონდათ გიორგი შაქარაშვილთან.

„არ არსებობს არც ერთი ჩვენება, არ არსებობს არც ერთი ვიდეოკადრი, არ არსებობს არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ დაადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა ჰქონდათ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებს.

ჩვენ იმის მოლოდინი, რომ მათ მიმართ დამძიმდება ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით, არ გვაქვს. თუმცა ის გარემოება, თუ რით მიიღო შაქარაშვილმა დაზიანებები, უნდა დაადგინოს გამოძიებამ და ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ, შეიძლება თუ არა ვინმეს მიმართ დამძიმდეს ბრალდება“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics