01:05 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 15:18:45, 3149 ნახვა

სამართალი
გიორგი გელხაური ექსპერტიზის დასკვნაზე - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის მიერ იქნა მიყენებული დაზიანებები

შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი პირის ადვოკატის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის მიერ იქნა მიყენებული დაზიანებები.

„ეს რომ დადგინდა რომ ნამდვილად აქვს დაზიანებები მიყენებული გასაგებია, თუმცა გამოძიბეამ უნდა დაადგინოს ვის მიერ იქნა მიყენებული.

აქედან გამომდინარე მე ვერაფერს გეტყვით. გამოძიებას უნდა ვკითხოთ ვინ მიაყენა ის დაზიანებები და რითი იქნა დაზიანებები მიყენებული.

შემთხვევის ადგილას კამრის მერე სხვა მანქანებიც იმყოფებოდნენ“, - განაცხადა გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობლი გახდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ასევე, ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანებები. უფრო კონკრეტულად ესაა სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics