07:40 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 11:59:39, 2788 ნახვა

საზოგადოება
სოფელ დიღომში ახალი სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები 6 100 კვ.მ  ფართობზე ჩატარდა. სკვერში განთავსდა საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე მოეწყო ლედ განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საჩრდილობელი  და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდა. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგო და  ღობით  შემოისაზღვრა.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა - სოფელ დიღომში, სადაც დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა, ახალი სკვერი მოეწყო. აქ მცხოვრები ადამიანები  უკვე სასიამოვნო გარემოში დასვენებას შეძლებენ. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია, რომ ასეთი  კეთილმოწყობილი და ლამაზი სივრცე შეიქმნა“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის რეაბილიტაციისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 418 157 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კი,  კომპანიამ „გრინსერვის+” შეასრულა.

გასულ წელს, აღნიშნულ მისამართზე  ახალი სპორტული მოედანი და ტრენაჟორები მოეწყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics