17:40 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 10:10:20, 3068 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან - კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან - კრისტიან ურსესთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 5-წლიან მოღვაწეობას ასრულებს.

ვახტანგ გომელაურმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისთვის, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ევროპის საბჭოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს დახმარებით შინაგან სამინისტრო გაძლიერდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით - დისკრიმინაციასთან და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა, კიბერდანაშაულთან ბრძოლა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics