|
2015-09-02 14:48:29, 1410 ნახვა
ეკონომიკა
სიახლე Europe-Bet - ისგან!!! 9-13 სეტემბერი, საქართველოს ღია ჩემპიონატი ნარდში!
***ნარდის მსოფლიო ფედერაცია, საქართველოს ნარდის კლუბი, საქართველოს ნარდის ფედერაცია და “Europe-Bet.com” სიამაყით წარმოგიდგენთ: 2015 წლის 9 -13 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს ღია ჩემპიონატს ნარდში! ტურნირების სერია სტარტს იღებს 9 სექტემბერს 14:00 საათზე. ***ჩემპიონატი ნარდში, უკვე 9 წელია იმართება საქართველოში, ბოლოს 2014 წელს, იგი ჩაქვში ჩატარდა. ***გასულ წელს ტურნირზე შეიკრიბა 13 ქვეყნის 102 საუკეთესო მონარდე. მათ შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი აკიკო იაზავა (იაპონია), ექს-ჩემპიონი მაიკ სვობოდნი (აშშ), მსოფლიოს #1 მონარდე იაპონელი მასაიუკი მოჩიზუკი და სხვები. წელს მოლოდინი გაცილებით დიდია, ბათუმი 130 სტუმარს უმასპინძლებს. *** 2015 წლიდან კი “Europe-Bet.com” გახდა „საქართველოს ნარდის კლუბის“ პარტნიორი. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შედეგად, 2015 წლის ივნისში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. ტურნირის საპრიზო ფონდისათვის „Europe-Bet“ 20 000 $ -ს გამოყოფს, რომელიც დაემატება საპრიზო ფონდს. *** მთავარ ტურნირზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 530 $ -ს. ონლაინ უფასო და ფასიანი სატელიტების (ტურნირების) მეშვეობით, უკვე შესაძლებელია, „ევროპა-ბეთ“-ის საიტზე მთავარი ტურნირის ბილეთის მოგება. სატელიტებში უკვე ჩართულია ძალიან ბევრი უცხოელი მოთამაშე. თუმცა უცხოელ მოთამაშეებს სატელიტების გარეშეც ველოდებით, რომლებიც ადგილზე შეიძენენ ბილეთს. *** მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ულამაზესი დღეები გაატარონ საქართველოს შავიზღვისპირეთში. სტუმრები ეცნობიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ღირსშესანიშნაობებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტურნირი ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში. *“ევროპა-ბეთის“ შესახებ Europe-Bet.com დაარსდა 2010 წელს და იქცა უდიდეს დამოუკიდებელ ონლაინ თამაშების ოპერატორად საქართველოსა და მთელს რეგიონში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის ონლაინ თამაშებს, როგორებიცაა: ტოტალიზატორი, პოკერი, Live კაზინო, ე.წ. რულეტკა, მობილური ონლაინ თამაშები და კლასიკური თამაშები. პირველივე დღეებიდან Europe-Bet.com-მა შემოგვთავაზა დამოუკიდებელი ონლაინ პოკერ რუმი და ორგანიზება გაუწია ტურნირების სერიებს. 2015 წელს გახდა „World Poker Tour“-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ამავე წელს, „ევროპა-ბეთი“ შეიძინა „ბეთსონ ჯგუფმა“, რომელიც 50 წლიანი გამოცდილებით სათამაშო ბიზნესში ლიდერი კომპანიაა.
**“Betsson Group“ -ის შესახებ „Betsson Group“ წარმოადგენს ლიდერ მოთამაშეს სკანდინავიისა და ნიდერლანდების აზარტული ონლაინ თამაშების ბაზარზე, აერთიანებს 20-ზე მეტ ბრენდს გლობალურად. Betsson ახორციელებს მულტი-ბრენდულ სტრატეგიას, მათ შორის რამდენიმე ისეთი ძლიერი ლოკალური ბრენდით, როგორიცაა www.betsson.com, www.betsafe.com, www.nordicbet.com, www.triobet.com, www.kroon.com. ზოგიერთი ბრენდი წარმოდგენილია მხოლოდ ერთ ბაზარზე, თუმცა ზოგი ფუნქციონირებს 20-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში Betsson ძირითადად წარმოდგენილია პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აგრეთვე, Betsson ფლობს ადგილობრივ ლიცენზიას ესტონეთში, ოპერირებს თურქეთში B2B პარტნიორის მეშვეობით. პორტფოლიოში „ევროპა-ბეთის“ ბრენდის დამატებით, „Betsson Group“ აგრძელებს თავისი სტრატეგიული პოზიციის გამყარებას რეგიონში.
### საკონტაქტო ინფორმაცია: ეკატერინე ტოროშელიძე მარკეტინგის & PR სამსახურის უფროსი ტელ: 599227171 ელ.ფოსტა: ktoroshelidze@europe-bet.com
(R)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)