08:58 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 13:43:36, 2150 ნახვა

საზოგადოება
„ფეისბუქმა“ ყალბი ახალი ამბების მამხილებელ მთავრობის სტრატკომის გვერდს ვერიფიკაცია მიანიჭა

საქართველოს მთავრობამ ფეისბუკ გვერდი „მთავრობის სტრატკომი“ შექმნა https://www.facebook.com/GovernmentStratCom/, რომლის მიზანია მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელით გავრცელებული ყალბი ახალი ამბების გამოვლენა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდა.

გვერდმა მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და გამოავლინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მომზადებული დეზინფორმაციული კამპანიები.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის სტრატკომის „ფეისბუქ“ გვერდზე ინფორმაცია ქვეყნდება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

საერთაშორისო აუდიტორიისთვის ასევე შექმნილია „ტვიტერის“ ინგლისურენოვანი არხი -  https://twitter.com/StratcomG.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics