01:57 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 23:00:25, 2010 ნახვა

სამართალი
ძიუდოისტების ადვოკატი - ჩემი აზრით, უკვე გარდაცვლილი შაქარაშვილი წყლის ფსკერზე დაამაგრეს

„ჩემი აზრით,უკვე გარდაცვლილი შაქარაშვილი წყლის ფსკერზე დაამაგრეს“ , - ამის შესახებ 19  წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის, ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში  განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელი წყალში პოვნიდან წინა დღეს მოეთავსებინათ.

„ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანური ფაქტორი არის მაპროვოცირებელი მისი გარდაცვალების. ეს ადამიანი იმყოფებოდა მდორე წყალში ამდენი ხნის განმავლობაში და შესაბამისად, არც დინებას, არც წყალს არანაირი მკვეთრი ზემოქმედება არ მოუხდენია. ხომ შეეძლო მაგალითად, რომ წაეღო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ცხედარი ჩადეს ამ წყალში და არ გამოვრიცხავ იმას, რომ დაამაგრეს წყლის ფსკერზე, რომ დროზე ადრე ზემოთ არ ამოტივტივებულიყო. ყველა მასალით, რომელიც მოვიპოვეთ, ცალსახად ჩანს, რომ როცა ადამიანი წყალში იხრჩობა, 24 საათის განმავლობაში აუცილებლად უნდა ამოტივტივდეს, ამ ადამიანს კი, 4 დღე ეძებდნენ. აქ მეორე ვერსიაც შეიძლება იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი სადმე სხვაგან ჰყავდათ, შემდეგ ცხედარი მოიტანეს და წინა დღით ან ორი დღით ადრე წყალში მოათავსეს“ , - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics