2020-07-06 14:03:09, 1772 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები იხსნება
საცურაო აუზები და სპორტადრბაზები ისნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჩიქოვანმა ბრიფინგზე აღნიშნა, სპორტარბაზები და საცუარო აუზები იმ შემთხვევაში გაიხსნებიან, თუ დააკმაყოფილებენ დადგენილ რეგულაციებს.
„დღევანდელი გადაწყვეტილებებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები დაიწყებენ ფუნქციონირებას, მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან შრომის ინსპექციის შემოწმებას, შრომის ინსპექცია კი, უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს რეგულაციებს, რომლებიც იმოქმედებს ამ ორგანიზაციებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან