23:05 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 12:12:46, 4296 ნახვა

რეგიონი
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლაგოდეხის ხევი მოინახულა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ - პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში,  მდინარე ლაგოდეხის ხევი მოინახულა.

მდინარე ლაგოდეხის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც ცენტრის დირექტორმა საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების და დაგეგმილი ღონისძიებების პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე და აღნიშნულ მდინარეზე დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი სანდრო შავლაყაძე ესწრებოდა, რომელმაც მზაობა გამოხატა პროექტის განხორციელების ხელშეწყობისათვის.

პროექტი “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 74 მილიონი აშშ დოლარია, 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალმხრივი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას. პროექტი თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის მიერ და მის განხორცილებას  გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics