|
2020-07-03 12:22:22, 2601 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია - წლის ბოლომდე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 70 კილომეტრს გავხსნით
ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულებულია და დღეიდან მოძრაობა როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ცალმხრივი ხდება, - ახლად აშენებული გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა. გზის დარჩენილი 22.3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად ოთხზოლიანი და ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და შესაძლებელს გახდის ამ გზით სარგებლობას ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით. შემოვლითი გზა განტვირთავს ქუთაისს დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანების ნაკადისგან და შემცირდება მგზავრობის დრო. „ამ გზაზე უსაფრთხოების თემა ყოველთვის აქტუალური იყო და ამიტომ გახდა ეს გზა ცალმხრივი და გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს. დღეს გაიხსნა ამ გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი, წლის ბოლომდე ეს გზა ფაქტობრივად სრულად გაიხსნება, რაც კომფორტთან ერთად, უსაფრთხოების დიდი გარანტი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნის სტუმრებისთვის. ეს არის ერთმნიშვნელოვნად უმნიშვნელოვანესი კვანძი წითელი ხიდი-სარფის მაგისტრალისა და წელს ამ მაგისტრალის 70 კილომეტრი გაიხსნება, რაც დროის ეკონომიასთან ერთად მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიაც იქნება. ერთ კვირაში გავხსნით სამტრედია-გრიგოლეთის კიდევ ერთ მონაკვეთს, ამ ზაფხულს, შემოდგომამდე გავხსნით ხაშურის შემოვლით გზას, რომელიც უდიდესი დისკომფორტის შემქმნელი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში და ახალ წლამდე, ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70 კილომეტრს გავხსნით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობამ ახალი 2 ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა, რომელიც სრულად 2020 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 200 255 000 ლარამდეა.
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)