11:24 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 15:04:33, 1815 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცხეთაში „ღვინის მუზეუმი“ გაიხსნება

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბიზნესის წახალისების მიზნით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მცხეთაში „ღვინის მუზეუმი“ გაიხსნება. პროექტს შპს სამეფო მარანი ახორციელებს. კომპანია გეგმავს კომპლექსის აშენებას, რაც მოიცავს  42 ნომრიან პრემიუმ სეგმენტის სასტუმროს, 500 კაციან რესტორანსა და ღვინის ქარხანას. კომპლექში შედის  3ჰა ფართობზე გაშენებული  ვენახი.

პროექტის დასრულება 2021 წლის ბოლოს - 2022 წლის დასაწყისში იგეგმება.  ამ ეტაპზე კომპანიას დასაქმებული ჰყავს 30 ადამიანი, თუმცა კომპლექსის გახსნის შემდგომ ეს რიცხვი 100-მდე   გაიზრდება.

პროექტის ჯამური მოცულობა 17  მლნ ლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი  7.4 მლნ ლარია. 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამონაწილეობით ძალიან საინტერესო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. პროექტი მიმზიდველია იმით, რომ ის სტუმრებს შესთავაზებს ღვინის მუზეუმს, სასტუმროს, რესტორანს. ტურისტები შეძლებენ მიირთვან კომპანიის ქარხანაში წარმოებული უგემრიელესი ღვინო. სასიამოვნოდ გაატარონ დრო ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს.  ჩვენ გვჯერა, რომ კომპლექსი გახსნისთანავე მოიპოვებს პოპულარობას და პროექტი იქნება  ეკონომიკურად გამართული და მდგრადი“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics