02:50 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 12:15:05, 3538 ნახვა

სამართალი
ბიჭს, რომელმაც 24 წლის გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიჭს, რომელმაც 24 წლის გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, არსენ კალატოზიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ბრალდებულ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics