11:24 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 11:55:24, 1846 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ აპლიკაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„თიბისის“ აპლიკაციების კონკურსის 3 გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია. ჟიურის გადაწყვეტილებით, 11 ფინალისტს  შორის საუკეთესოდ შემდეგი გუნდები დასახელდნენ:

· I ადგილი - Inventors - მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილისთვის  საჭირო ნაწილების მოძიებას, მისი მდგომარეობის განსაზღვრას, რელევანტურ ფასს, გარანტიას, ნაწილის მიწოდებას და ელექტრონულ ტრანზაქციას;

· II  ადგილი -  Payze - ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმაა;

· III ადგილი - Typline - რიგის მართვის ქლაუდ სისტემაა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა რიგში ადგილი ონლაინ დაჯავშნოს. მომხმარებელი მობილური აპლიკაციით ნახულობს თუ რამდენი ადამიანია რიგში, იკავებს ადგილს და მიდის მაშინ, როცა მისი მომსახურების დრო მოვა.

ჟიურის წევრებმა საუკეთესო გუნდები შემდეგი კრიტერიუმებით გამოავლინეს: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია და  ბიზნესმოდელი.  გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ და ის აპლიკაციების სრულყოფას და პროტოტიპების დასრულებას მოხმარდება. I ადგილი -

30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი.

აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის" გუნდმა ორი წლის წინ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება.

პროექტი სამ ეტაპად მიმდინარეობდა და მის ფარგლებში, მონაწილეებს ისეთი პროექტები უნდა წარედგინათ, რომლებიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებასა და პროცესების ავტომატიზირებას შეუწყობს ხელს.

„თიბისის“ აპლიკაციების კონკურსის მხარდამჭრები არიან -  FMO და GITA.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics