11:24 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 10:32:43, 1983 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების განვითარების საუკეთესო ამერიკული გამოცდილების გაზიარების ტრენინგები წარმატებით დასრულდა

ტრენინგის „დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მმართველობის და მართვის საორიენტაციო საფუძვლები“ 30 მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) პარტნიორობით, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელმა პაატა შანშიაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს  თანამშრომლები გადაამზადეს.

ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, იური ნოზაძემ და ხატია წილოსანმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვებლერმა და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელმა, პაატა შანშიაშვილმა გადასცეს.

ღონისძიება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კავკასიაში პირველ დაცულ ტერიტორიაზე გაიმართა.

„ამერიკის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე კერძო სექტორთან დაცული ტერიტორიების გაძლიერებისა და  ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. საგრანტო პროექტი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა და თანამშრომლებისთვის საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვას და ეკოტურიზმის განვითარებას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

„ჩვენი პარტნიორობის მიზანია, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით, დავეხმაროთ საქართველოს ეროვნულ პარკებს განვითარებაში. ეროვნული პარკები ეროვნული საგანძურია და პოტენციური წყაროა სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლებისთვის", - განაცხადა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვებლერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics