|
2020-07-01 12:44:22, 3303 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - გაგრძელდება ახალგაზრდების ხელშეწყობა და ის პროგრამები, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას და ახალგაზრდების ჩართულობას ეხება
გონიოს-აფსაროსის ციხეში ახალგაზრდების მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდული ეკონომიკის გაუმჯობესებისების მექანიზმები და ისეთი პროექტები, როგორიცაა ახალგაზრდული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა, კარიერული განვითარების ხელშეწყობა და მოხალისეობრივი საქმიანობა. პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა პანდემიის დროს მოხალისეობრივი საქმიანობისთვის. ევროპის რეგიონთა ასამბლეამ და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნებმა აჭარა ახალგაზრდული მოხალისეობის წარმატებულ მაგალითად აღიარეს ევროპაში. პანდემიის პერიოდში ახალგაზრდული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებდა. „მადლობა მინდა გადაგიხადოთ პანდემიის დროს გაწეული საქმიანობისთვის, რაც ძალიან პირნათლად და მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულეთ. პროექტები, რომელიც გვქონდა დაგეგმილი უნდა გაგრძელდეს, ისე, რომ ჩვენ მოვახდინოთ მორგება ახალ რეალობასთან. გაგრძელდება ახალგაზრდების ხელშეწყობა და ის პროგრამები, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას და ახალგაზრდების ჩართულობას ეხება. ახალგაზრდული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში 10 ათასი ლარით დაფინანსდება ახალგაზრდული ბიზნეს და სამეწარმეო იდეები. კონკრეტული გრანტები მისცემს საშუალებას ახალგაზრდებს, რომ ახალი სტარტაპები, ინოვაციები განახორციელონ. ეს გამოწვევა, რომელიც მთელ მსოფლიოშია, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, უნდა შეძლოთ რომ ფინანსური მხარდაჭერით, კონკრეტულ შედეგებში გადაიყვანოთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და შპს „სტადიონის" ერთობლივი პროექტის თანახმად, ბათუმის ახალი სტადიონის საპარკინგე სივრცეში მალე Drive In კინოთეატრი მოეწყობა. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთი წლის წინ დაფუძნდა. ცენტრმა არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. პანდემიის პერიოდში აჭარაში 30 ათას ოჯახს სასურსათო კალათა, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცეს. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)