12:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-27 16:25:38, 1717 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში მთავრობა არ არსებობს

უკრაინას არ ჰყავს ხელისუფლება, იგი ჩინოვნიკებმა განდევნეს - ამის შესახებ, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის ეროვნული რეფორმათა საბჭოს მმართველმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რის შესახებაც "უკრაინა 24" ავრცელებს ინფორმაციას. 
"უკრაინაში არსებობენ ჩინოვნიკები, რომლებიც მოქმედებენ არარსებული ხელისუფლების სახელით. იმიტომ, რომ ხელისუფლება, უნდა იყოს ყველასთვის, უნდა უზრუნველყოფდეს ყველას, უნდა იყოს სამართლიანი და უნდა იცავდეს ყველას. სად არის უკრაინაში მსგავსი ხელისუფლება ? უკრაინაში უამრავი ჩინოვნიკია, რომელთა თითოეულ ჯგუფს საკუთარი ბოსი ჰყავს", - განაცხადა სააკაშვილმა. 
მან ასევე დაამატა, რომ ცხოვრების ხარისხი, ქვეყანაში არსებულ კონკრეტულ ჯგუფებით განისაზღვრება. 
"ადამიანები იბადებიან ყურთან ჩიპით, რომელიც განსაზღვრავს რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ფეხები, ხელები, ორი თვალი, ნორმალურად საუბრობენ, თუმცა ყურთან ჩიპი აქვთ, რომელიც განსაზღვრავს რომელ ჯგუფს მიეკუთვნება, თითქოს დაბადებიდანვე განსაზღვრულნი არიან და სად არის სახელმწიფო ?  სახელმწიფო არ არსებობს", - განაცხადა სააკაშვილმა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics