12:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 17:24:51, 1829 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციას - მე, მაკო გომურის სახელს, თქვენსავით დღეში ასჯერ არ ვიყენებ - ეს არის ჩვენს შორის მორალური სხვაობა

თქვენ რატომ არ წუხხართ იცით უფრო მეტად? იმიტომ რომ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს 20 ივნისთან დაკავშირებულ შეკითხვებზე.

მისივე თქმით, მაკო გომურის სახელს ის დღეში ასჯერ არ ასახელებს, როგორც ოპოზიცია და სწორად ეს არის მათ შორის არსებული მორალური სხვაობა.

„სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ, უკიდურესად სამწუხაროა და არავინ, ისე ამაზე არ წუხს, ნუ გგონიათ რომ თქვენ მეტად წუხართ, თქვენ რატომ არ წუხხართ იცით უფრო მეტად? იმიტომ რომ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მე მაკო გომურის სახელს, ასე როგორც თქვენ დღეში ასჯერ ასახელებთ, მე არ ვიყენებ და ეს არის ჩვენს შორის განსხვავება და ეს რის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემს შორის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics