10:59 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 22:16:58, 1693 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი ტურავას დანიშვნაზე - თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა, უნდა ითქვას, რომ ინსტიტუტები არ გვივარგა

თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა, უნდა ითქვას, რომ ინსტიტუტები არ გვივარგა , -  ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში პარლამენტის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა ქვეყნის შიგნით და გარეთაც ბევრი იყო.

„კრიტიკა რაც გვქონდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე წლებია არ ეხებოდა, ეს ეხებოდა საერთო სასამართლოებს, იუსტიციის საბჭოს. საკონსტიტუციო სასამართლო საკმაოდ დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა, საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, საკმაოდ რთულ თემებზე აქვთ ასეთი პოზიციები დაფიქსირებული. ამ არჩევნებმა და ბოლო დანიშვნამ პლენუმის მხრიდან, ის დანიშვნა იყო აბსოლუტურად გაუმჭირვალე და პრობლემური. იმ დანიშვნამ სასამართლოში კონფიგურაცია გადაალაგა. თუ საკონსტიტუციო სასამართლოც იმოქმედებს იმდაგვარად, რომ მისი გადაწყვეტილებებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება, ეს მისთვის დამაზიანებელი იქნება. დამაზიანებელი იქნება ქვეყნის იმიჯისთვის. იმიჯზე მეტად იმაზე მეტად უნდა ვიდარდოთ, რომ ინსტიტუტები არ გვივარგა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Axios: აშშ და ირანი ორდღიანი ესკალაციის შემდეგ დარტყმების გაცვლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
პუტინმა ისაუბრა უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტოს შორი დისტანციის დარტყმები და სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics