09:00 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-29 15:20:13, 468 ნახვა

პოლიტიკა
დარჩელის თხილის საწარმო ოთარ დანელიამ გახსნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, მხარის გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული თხილის საწარმო დღეს დარჩელში გახსნეს. 
როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო – სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თხილის საწარმო თვე ნახევარში აშენდა, სადაც შესაძლებელია დღიურად 24 ტონა თხილის გაშრობა და ერთდროულად 500 ტონა თხილის დასაწყობება.
მათიცე ინფორმაციით,  საწარმო 5 წლიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა სასოფლო – სამეორნეო კოოპერატივს „დარჩელის თხილის“, რომელშიც 542 მეპაიეა გაერთიანებული.
მინისტრის განცხადებით, სასოფლო – სამეურნეო კოოპერაციამ სოფლად სიღარიბის დაძლევასა და ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.
 თითოეული მეწარმისთვის, გლეხისთვის თუ ფერმერისთვის წარმატებული, თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის უალტერნატივოა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანება.
დანელიას თქმით, კოოპერაციის განხორციელებით,  მთავრობა ხელს შეუწყობს ფერმერებს/გლეხებს, მეწარმეებს მინიმალური დანახარჯით მიიღონ მაქსიმალური შედეგი – დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, შეუმცირდეთ დანახარჯები, გაეზარდოთ მოსავლიანობის მაჩვენებელი.
„ სახელმწიფო პროგრამები მიმართულია სწორედ კოოპერაციის წახალისებისთვის ქვეყანაში, დარჩელის თხილის საწარმო ამის ნათელი მაგალითია.“,-განაცხადა დანელიამ. 
პროგრამა ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავების და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თვითღირებულების შემცირებას და თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. თხილის საწარმო 500–ზე მეტ წევრიან სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა. მინისტრმა დღეს დააჯილდოვა და სიგელები გადასცა კოოპერატივ „დარჩელი" - ს თავმჯდომარეს და კომპანია „პირამიდა“- ს. 
სოფელ დარჩელში გამართულ ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გელეგაშვილი, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics