|
2020-06-23 12:45:52, 1427 ნახვა
საზოგადოება
დეველოპერული კომპანია „m2“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს
დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და „m2“-ის გენერალურ დირექტორ შოთა ბერეკაშვილთან ერთად დაესწრო. „მინდა, მივულოცო 400-მდე ოჯახს, რომლებიც 12 წლის განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელს ელოდებოდა. ესენი არიან სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებული ოჯახები. აღნიშნული პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა მერიაში, პირობა მივეცით მოსახლეობას, რომ მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა ექნებოდა ჩვენი მხრიდან იმ ოჯახებს, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის მიერ არიან დაზარალებული. პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, იყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, ეს კი მეორე ასეთი პროექტია, რომლის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით 400-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ და ვიზიარებ ამ ადამიანების სიხარულს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, გვაქვს შემდეგი გამოწვევები: „ცენტრ პოინტს“ 6 000-ზე მეტი ოჯახი ყავს დაზარალებული და ეს პრობლემა ათეულობით წელია არსებობს. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტსაც ბოლომდე მივიყვანთ და ყველა ოჯახს გავაბედნიერებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 12-წლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ საცხოვრებელ ფართებს მიიღებს. „m2“ მზადაა, სამშენებლო სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. კერძოდ, მშენებლობა კორექტირებული პროექტის შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყება. პროექტი სამი წლის ვადაში განხორციელდება. დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობების დასრულების მიზნით, თბილისის მერიამ არაერთ საჯარო შეხვედრას უმასპინძლა, სადაც დეველოპერებმა მსგავსი ტიპის მშენებლობების შესახებ ზოგადი ინფორმაცია და რამდენიმე შეთავაზებაც მიიღეს. პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ „ოლიმპიური ვარსკვლავისა“ და დაზარალებულ მობინადრეთა წარმომადგენლებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ „m2 ჯგუფსა“ და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, „m2“-მა მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ შეჩერებული პროექტებიც გადაიბარა. მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და „m2 ჯგუფის“ მიერ სრულად ფინანსდება. თბილისის მერიასა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)