|
2020-06-22 18:01:49, 1703 ნახვა
სამართალი
სააქართველოს პროკურატურამ ნორვეგიული და იტალიური კომპანიები ფულადი თანხების თაღლითურ დაუფლების ფაქტზე გამოავლინა
სააქართველოს პროკურატურამ ნორვეგიული და იტალიური კომპანიები ფულადი თანხების თაღლითურ დაუფლების ფაქტზე გამოავლინა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითური დაუფლების გამო, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათივე ცნობით, ეჭმიტანილები კავშირში არიან ნორვეგიულ და იტალიურ კომპანიებთან. "გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა უცხოური საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, ბ.ა-ს მითითებით და დავალებით ო.კ-მ და დ.ქ-მ, საქართველოში ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ანალოგიური სახელწოდების მქონე საწარმოები დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გახსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ მოხდა ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერული შეღწევა, მათი ბიზნესსაქმიანობის შესწავლა და შეცდომაში შეყვანის მიზნით რეალური ბიზნესპარტნიორი კომპანიების საბანკო ანგარიშების მონაცემების ცვლილება, რის შედეგადაც, 2020 წლის მაისში, ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ბიზნესსაქმიანობისთვის განკუთვნილი ფულადი თანხები, რეალური კონტრაგენტების (თანხის მიმღებების) ნაცვლად ჩაირიცხა ო.კ-ს და დ.ქ-ს მიერ დაფუძნებული საწარმოების საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნორვეგიულ და იტალიურ კომპანიებს 134 962 ევროს ოდენობის ზიანი მიადგათ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ნაწილი, საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ნაწილი, რომელსაც გამოძიების მსვლელობისას ყადაღა დაედო, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაზარალებულ კომპანიებს დაუბრუნდებათ. ბ.ა-ს, ო.კ-ს და დ.ქ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით. ბ.ა-სთვის , ო.კ-სთვის და დ.ქ-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ , - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)