|
2020-06-21 12:52:55, 1421 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერით მისი პარტია მმართველ გუნდს ნოემბრის სცენარის გამეორების საშუალებას არ მისცემს
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერით მისი პარტია მმართველ გუნდს იმის საშუალებას არ მისცემს, რომ ნოემბრის სცენარი გაიმეორონ.
ბაქრაძე აღნიშნავს, რომ მეორე მხრივ, ამით მისი პარტია იგებს დროს, რათა 8 მარტის შეთანხმების შესრულების საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან გააგრძელოს მოლაპარაკება.
"მეორე და მესამე მოსმენაზე ჩვენი პოზიცია დამოკიდებული იქნება ცალსახად და უპირობოდ იმაზე, შესრულდება თუ არა 8 მარტის შეთანხმება და გათავისუფლდება თუ არა გიორგო რურუა.
დღევანდელი ხმის მიცემით ჩვენ ვიგებთ ორ ამოცანას - პირველი, ჩვენ "ქართულ ოცნებას" საშუალებას არ მივცემთ გაიმეოროს ნოემბრის სცენარი, როდესაც ყველას ზურგს უკან, თითქოს რამდენიმე დეპუტატის წინააღმდეგობის გამო ჩავარდა პროპორცოული სისტემა და მეორე, პირველი მოსმენის გატანით ჩვენ მოვიგებთ პერიოდს, რომ გავაგრძელოთ მოლაპარაკება პარტნიორებთან, რათა ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერს მხარს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)