|
2020-06-19 18:23:07, 1312 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რისკი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, მიზერულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რისკი იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გავიდეს, მიზერულია. როგორც კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ხოლო 117 დეპუტატს დადასტურებული აქვს, რომ პროექტს მხარს დაუჭერს. „აქ არის ერთი პატარა ნიუანსი, ემზარ კვიციანმა დატოვა „პატრიოტთა ალიანსის" ფრაქცია. ემზარ კვიციანიც თავის დროზე შეთანხმების ნაწილი იყო. აქ ალბათ კონსულტაციები დაგვჭირდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად აძლევს ის ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ყველა შემთხვევაში გარანტირებულია, რომ 113-ზე რამდენიმე დეპუტატით მეტი მისცემს ხმას ამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რისკის ქვეშ საკონსტიტუციო ცვლილებები არ დგას. უმრავლესობის თითოეულ წევრს გაცნობიერებული აქვს, რომ ეს არის პოლიტიკური შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. დღევანდელ უმრავლესობის შეხვედრაზე მორიგი დასტური მივიღეთ თითოეული დეპუტატისგან, იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ მიღწეული 8 მარტის შეთანხმების თანახმად, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, პროპორციით 120/30-ზე უნდა ჩატარდეს. ამასთან, დაწესებულია 1%-იანი ბარიერი და ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)