02:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 16:12:39, 1405 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ მასალას ეხმიანება

გვსურს გამოვეხმაუროთ “მთავარი არხის” ეთერში გასულ მასალას, რომელშიც მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში მცხოვრებმა  ერთ-ერთმა მოქალაქემ ადგილობრივი ხელისუფლება სოფელში სურსათის პოლიტიკური ნიშნით დარიგებაში დაადანაშაულა.

გვსურს აღვნიშოთ, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელია, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დისკრედიტაციას.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფელი 25 აპრილიდან მოყოლებული ჩაკეტილია და მკაცრ საკატანტინო ზონადაა გამოცხადებული. ამ პერიოდის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა  მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტები ორ ეტაპად დაურიგა.

100 და 50-ლარიანი სასურსათო პაკეტები ყველა ოჯახმა, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, მიიღო. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოფლის მოსახლეობისთვის გაკუთვნილი სასურსათის შესაძენად ბიუჯეტიდან 40 160 ლარი გამოყო.

მოსახლეობაში დარიგებული სასურსათო პაკეტები ვარგისია და ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათი გაფუჭებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ პროდუქტები საკარანტინო მდგომარეობისას მთელს მუნიციპალიტეტში რამდენჯერმე დაარიგა და მის ხარისზე მოსახლეობას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, მოხალისეებთან ერთად, ყოველდღიურად სწავლობენ სოფლის მოსახლეობის საჭიროებებს და მასზე სწრაფ რეაგირებას ახდენენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის კატეგორიულად მიუღებელია მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქე თანასწორია და მას ყველა სერვისი და დახმარება კანონით გათვალისწინებული რეგულაციებით მიეწოდება.

მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ ეთერში გასული მასალა, კორონავირუსის პანდემიისას, მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური მთავრობის ეფექტურ მუშაობას  ჩრდილს  მიზანმიმართულად აყენებს. მივმართავთ ტელეკომპანიას არ შეუწყოს ხელი მოსახლეობაში გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყველა მედიასაშუალებასთან აქტიურად თანამშრომლობს და მზად ვართ, მსგავს ბრალდებებს შესაბამისი მტკიცებულელებითა და ფაქტებით ვუპასუხოთ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics