|
2020-06-18 15:40:46, 1566 ნახვა
პოლიტიკა
სოფო კილაძე ტუსკის განცხადებაში ოპონენტების ლობისტური საქმიანობის შედეგს ხედავს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, დონალდ ტუსკი შეცდომაშია შეყვანილი. სოფო კილაძე ტუსკის განცხადებაში ოპონენტების ლობისტური საქმიანობის შედეგს ხედავს. „გასაგებია, რომ ტუსკი წერს „ტვიტერზე“, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის შეცდომაში შეყვანილი ისევე, როგორ შეცდომაში იყო შეყვანილი ის კონგრესმენი, რომელმაც თქვა, რომ მან არ იცოდა რას აწერდა ხელს. ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ლობისტურ საქმიანობას ჩვენი ოპოზნენტებისას, რომლებიც აზიანებენ ჩვენი ქვეყნის იმიჯს ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულები არიან იმით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში და მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, 8 მარტის შეთანხმება სრულად განხორციელდეს და რურუა გათავისუფლდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)