13:03 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 14:09:55, 1565 ნახვა

კომენტარი
გახარია გაბუნიას საქმეზე - სამართალდამცავმა სისტემამ უსწრაფესად უნდა გამოიძიოს ყველაფერი, რათა არავის ჰქონდეს სპეკულირების შესაძლებლობა

საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ აღკვეთა მძიმე დანაშაული, ეს ფაქტია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს.

„ეს მათ პასუხისმგებლობაა და ეს ყველაფერთან ერთად არის ჩვენი დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი. კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, უსწრაფეს ვადებში, უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებმა არც ქვეყნის გარეთ, არც ქვეყნის შიგნით არავის მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics