|
2020-06-17 13:20:16, 1243 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში, დამწვარი ბაზრის მიმდებარედ, მოვაჭრეები აქციას მართავენ
ვარკეთილის დამწვარი ბაზრის მიმდებარედ მოვაჭრეები აქციას მართავენ. აქციის წევრები კვლავ ბაზრის ტერიტორიაზე შესვლასა და გადარჩენილი პროდუქციის ნახვას ითხოვენ. ამასთანავე, ისინი თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ადმინისტრაცია მოვაჭრეებს ადგილზე შესვლის საშაულებას არ აძლევს. დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სადაზღვევო კომპანია ვარკეთილის ბაზრობაზე დასაქმებულ ყველა დაზარალებულს დანაკარგს აუნაზღაურებს. მერის ინფორმაციით, დაზარალებულების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება, მერიაც მზად არის ჩაერთოს ამ განხილვებში და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს ამ ადამიანებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, ვარკეთილში შერეულ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე 25 სახანძრო-სამაშველო მანქანა და ავტოცისტერნა მუშაობა. დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო რუსთავიდან და წყნეთიდან. წინასწარი ინფორმაციით, დაწულია 4 000 კვადრატის ფართობის ტერიტორია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)