07:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 15:01:07, 446 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: დღევანდელი დღე ჩვენი ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის შეუქცევადობის დემონსტრირებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია

სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია მიმდინარეობს. ცენტრის გახსნის ცერემონიალს  ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სხვა მაღალი რანგის პირები ესწრებიან. როგორც თავდაცვის მინისტრმა თინახიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის შეუქცევადობის, საქართველოს  არჩევანის ურყევობისა და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთვის.
მისივე განმარტებით, საქართველოს არჩევანი დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობაა.
"ჩვენი შეკრების მთავარი მიზეზი ნატო-საქართველოს ერთოლივი ცენტრის გახსნაა. თავდაცვის სამინისტროსთვის უზარმაზარი პატივია ვმასპინძლობდეთ  ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი დაუღალავი შრომით, წლების განმავლობაში მხარს უჭერდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის,  რომ დღეს ჩვენ აქ შევკრებილიყავით.
განსაკუთრებული მადლიერება მინდა აგამოვხატო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წევრებისა და ექპერტების მიმართ, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ჩვენი წარმატებისთვის ძალღონეს არ იშურებენ. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ყველა რესურსის მობილიზებითა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით, ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელება,  დარწმუნებული ვართ, სათანადოდ აისახება ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებში.დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის შეუქცევადობის, ჩვენი არჩევანის ურყევობისა და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთვის.საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია. ვიღწვით დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობისთვის. ნატო დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით, მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია.ნატო-ს გაფართოებით, ფართოვდება თავისუფლების საზღვრები.ძლიერდება უსაფრთხოების რკალი და დედამიწის უფრო მეტ სეგმენტზე ისადგურებს მშვიდობა",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics