18:37 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 12:00:15, 2047 ნახვა

საზოგადოება
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სრულად განახლდა პანდუსი, რაც ავტობუსებისა და ავტომობილებისთვის პრობლემას წარმოადგენდა.

„ამ დროისთვის, ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება და შშმ პირებისთვის ადაპტირდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის განხორციელების შედეგად, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია. ასევე, ბარათაშვილის ქუჩასა და პუშკინის ქუჩაზე არსებულ 150-მეტრიან პანდუსზე, რაც ჯამში, 12 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მოდიფიცირებული ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, საფეხმავლო გადასასვლელებისთვის უსაფრთხოების კუნძულები მოეწყო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის დაპროექტება მოხდა. აღნიშნული ქუჩა მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედით გადაადგილებაზე მეტად ორიენტირებული გახდება, რაც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო განტვირთავს.

ბარათაშვილის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან  1 000 000 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულად ივლისის შუა რიცხებში დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 5 მილიონი ლარი დაჯდება
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics