|
2020-06-16 20:55:36, 1168 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი აქტიურად უჭერს მხარს ქართული რძის სექტორის განვითარებას და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა. „ახალი კორონავირუსის პანდემიამ სოფლის მეურნეობის არაერთი სექტორი, მათ შორის, მერძევეობა რთული გამოწვევის წინაშე დააყენა, შემცირდა მოთხოვნა რძის ნაწარმზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევა ახალ შესაძლებლობად ვაქციოთ და გავზარდოთ ისეთი პროდუქციის წარმოება, რომლის შენახვა ხანგრძლივი დროით იქნება შესაძლებელი, მაგალითად, როგორიცაა დავარგებული ყველი. მისასალმებელია, რომ საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი აქტიურად უჭერს მხარს ქართული რძის სექტორის განვითარებას და ახორციელებს ისეთ პროექტებს, რაც რძის მწარმოებელ ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორმა, მაგდა გზირიშვილმა მინისტრს მიმდინარე პროექტის „ქართული რძის ნიშანი“ შედეგები გააცნო. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული ნიშნის მფლობელ კომპანიებს ბიზნესის ინსტიტუტი მარკეტინგული მიმართულებით ეხმარება. მაგდა გზირიშვილმა ახალი პროექტის დაწყების და „ქართული რძის ფედერაციის“ შექმნის შესახებ ისაუბრა. პროექტის ფარგლებში, გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან. ექსტენციის სამსახურების საშუალებით, მოხდება დაინტერესებული პირების მაქსიმალური ინფორმირება რძის ინდუსტრიაში არსებული ყველა სიახლის შესახებ. „ქართული რძის ფედერაცია გააერთიანებს რძის სექტორში მომუშავე მწარმოებლებს და დარგით დაინტერესებულ ყველა პირს. მომზადდება საინფორმაციო მასალები დარგში არსებულ სიახლეებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე. ვფიქრობ, ჩვენი ახალი პროექტი სახელმწიფო, კერძო და არასამეწარმეო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი იქნება“, - აღნიშნა მაგდა გზირიშვილმა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს უფროსი ილია თამარაშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)