18:37 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 12:59:15, 1150 ნახვა

საზოგადოება
ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება

ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. ისინი დღეს მერიის წინ შეიკრიბნენ.

შახტში დასაქმებულები პირები რამდენიმე დღეა მუშაობაზე უარს აცხადებენ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კვლავ უცვლელია, ისინი უსაფრთხოების ზომების დაცვასა და ხელფასების ოცი პროცენტით გაზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომისიამ, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა, არა დასკვნა, არამედ შესასრულებელი სამუშაოების ოქმი და ვადები გამოსცა.

„მეშახტეები ძირითადი მოთხოვნაა შახტში უსაფრთხოების ზომების დაცვა. რამდენიმე დღის წინ, ამწე ბადიამ ავარიული დაშვება განახორციელა. ამწეზე 22 მეშახტე იმყოფებოა. პირდაპირ მივმართავ ნათია თურნავას, თქვენიდან დახმარებას ვითხოვთ, რათა მოახდინოთ გარკვეული ზეწოლა შემოსულ კომპანიაზე“, - აცხადებს ერთ-ერთი მეშახტე.

მეშაახტეები, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 5 მილიონი ლარი დაჯდება
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics