02:01 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-14 16:12:31, 8178 ნახვა

სამხედრო
ტერიტორიულ რეზერვისტთა შეკრება საზაფხულო სწავლებით განახლდა

ტერიტორიულ რეზერვისტთა საზაფხულო შეკრება საველე ბანაკ პალდოს სასროლეთზე მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ბატალიონის რეზერვისტთა პირადი შემადგენლობის გეგმიური სწავლებით განახლდა.

საზაფხულო შეკრება ტერიტორიულ რეზერვისტთა ინდივიდუალური მომზადების ფაზის ბოლო ეტაპი იყო და საბრძოლო სროლებს მოიცავდა.

ტერიტორიულ რეზერვისტებს წლის განმავლობაში საერთო ჯამში 45 დღე უწევთ შეკრება და მომზადების გავლა. რეზერვისტებს სამუშაო ადგილი უნარჩუნდებათ და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ეთვლებათ. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი უფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემდეგ კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2700 ლარია.

აღმოსავლეთ საქართველოს პარალელურად აქტიური რეზერვის გეგმიური შეკრება დასავლეთის რეგიონში -სორტას ბანაკში მიმდინარეობს, სადაც მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე ბატალიონის აქტიური რეზერვის გეგმიური წვრთნა
პირველადი დახმარების აღმოჩენას და დაჭრილი მებრძოლის ბრძოლის ველიდან გამოყვანის ტექნიკას მოიცავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics