20:57 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 17:11:37, 1642 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში ახალი დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე ეწყობა. 1 600 კვ.მ ტერიტორიაზე, რომელიც ავტოსადგომად იყო ქცეული, მულტიფუნქციური სკვერი განთავსდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწყობა საბავშვო-გასართობი ზონები სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, ასევე, განთავსდება დასასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდება საპარკე ავეჯი და ურნები.

სკვერში დაგეგმილია დასასვენებელი პავილიონის განთავსება, საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. ასევე, უკვე გაკეთდა სარწყავი ქსელი და მოეწყობა განათების სისტემაც.

ამასთანავე, პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა მცენარეები - წითელი კოწახური, არღავანი, თეთრი (ცრუ) აკაცია, რობინია, ეონიმუსი, ლიგუსტრუმი, წითელი  ნეკერჩხალი და ბალახი.

სკვერის მოწყობის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნო.

პროექტის ღირებულება 254 041 ლარს შეადგენს. სამუშაოები ვაკის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics