|
2020-06-12 17:07:04, 6630 ნახვა
სამხედრო
სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება
საქართველოს პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მათი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება და ბინებით უზრუნველყოფის პროექტის შესრულება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გაგრძელდება და შეუქცევადი გახდება. მინისტრმა პროექტის უპირატესობები და სამხედრო მოსამსახურისთვის გათვალისწინებული შეღავათებიც დააკონკრეტა: „ათასზე მეტ სამხედროს შესაძლებლობა ექნება კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში შეისყიდონ და ამ თანხის გადასახდელად არა ძვირადღირებული საბანკო გარანტიებით, არამედ, უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ“. მინისტრმა ასევე აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყება ბინების დაკმაყოფილების შესახებ წინა ხელისუფლების პერიოდში, 2007 წელს ნაკისრ ვალდებულებასაც ბოლომდე შეასრულებს, რომლის თანახმად, სამხედრო მოსმასახურეებს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნოდათ: „ეს პროექტი არის კარგი მაგალითი, თუ როგორ „უყვარდა“ დაპირებების შესრულება წინა ხელისუფლებას. ბინების გაცემა დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2013 წლიდან და მიმდინარე წელს, უკვე ყველა შესაბამისი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით, როგორც გორში, ასევე თბილისში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)