22:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 17:58:15, 713 ნახვა

საზოგადოება
"ალი და ნინო"-ს ავტორი ძეგლის გადატანაში გერმანელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდა

"ალი და ნინო"-ს ქანდაკების ავტორის,  თამარ კვესიტაძის განცხადებით, ის მონუმენტის ადგილმონაცვლეობაში გერმანელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდა, რომლებმაც თავის დროზე ძეგლი  დაამონტაჟეს.
თუმცა, კვესიტაძის თქმით, სავარაუდოდ, გერმანელი სპეციალისტების მიერ მოთხოვნილი თანხა ხელისუფლებისთვის ძვირი აღმოჩნდა.
„ეს ნამუშევარი დამონტაჟებული არის გერმანელების მიერ. მე შევთავაზე, რომ გერმანელებს დაუკავშირდეთ, თავად გერმანელებსაც კი ველაპარაკე, რომ შეიძლებოდა დამდგარიყო ძეგლის გადატანის საჭიროება და მათ დაასახელეს თანხა. ალბათ მათი დასახელებული თანხა ძვირი იყო და მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ძეგლის  გადატანა რთულია, მაგრამ მითხრეს, რომ შევძლებთო. საერთოდ ვფიქრობ ვისი დამონტაჟებულიც არის სასურველია იმ ჯგუფმა გადაიტანოს,“ - განაცხადა თამარ კვესიტაძემ "რუსთავი2"-თან საუბრისას.~
შეგახსენებთ, დღეს "ალი და ნინო"-ს ცნობილი ქანდაკება გადატანის დროს დაიმსხვრა.  ძეგლი ტერიტორიის მოწყობაში გამარჯვებულმა კომპანია "არნაბი 21"- მა დააზიანა. როგორც "ექსპრესნიუსთან" კომენტარში კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, ავტორთან შეთანხმებით "ალის და ნინოს" ქანდაკება სხვა ადგილზე გადაჰქონდათ.
"არამყარი ყოფილა ეს ადგილი. გადამტანმა კომპანიამ დააზიანა - ტროსი გაწყდა. დაზიანება დიდი არ არის და  ჩვენ შევაკეთებთ",- ამბობს კომპანია "არნაბი 21"-ის  წარმომადგენელი.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics