|
2020-06-11 11:26:26, 2167 ნახვა
საზოგადოება
პრემიერის განცხადებით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს გლობალურ პანდემიასთან მარტო გამკლავებას. „ეს გახლავთ გლობალური კრიზისი, გლობალური გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე მედიცინური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ამას გაუმკლავდეს მარტო. ამიტომ ჩვენ გვმართებს ურთიერთთანადგომა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა, მე პირადად ყოველდღიურ კავშირში ვარ სომხეთის პრემიერთან ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენს მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უკვე დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს, ეს პირველ რიგში, როგორც ჩანს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)