09:24 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 10:12:57, 2068 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: გვარამია და, ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში

„არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ჩემი განცხადებების საფუძველი იყო გვარამიას განცხადება, რომელიც დაემუქრა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის მხარდამწერებს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრებიდან განკვეთით. ეს იყო მისი მუქარა. ჩვენ მოვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამაზე რეაგირება", - ამის შესახებ „ ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პოსტვ"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით,  რითაც გვარამია მაშინ დაემუქრა ადამიანებს, ეს გაკეთებული აქვთ იმ ცხრა წლის მანძილზე.

„ამიტომ მოვითხოვეთ არასამთავრობოების მყისიერი რეაგირება, მაგრამ ნაცვლად რეაგირებისა, დაიწყეს ჩივილი და მოგვიანებით გააკეთეს ისეთი განცხადება, რომ გვარამიას არ სჭირდებოდა მათი დაცვა, ანუ მთლიანად გაამართლეს გვარამია, რომელმაც გააკეთა ასეთი უმძიმესი განცხადება. ჩვენ ვიცით, რომ  გვარამია და ნაციონალური მოძრაობა ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ოპოზიცია გახდა ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული მუქარაა სახეზე, რომლის აღსრულებასაც ის ჰპირდება ქართულ საზოგადოებას. როგორ შეიძლება ასეთი განცხადება გაატარო და ამაზე არ გქონდეს რეაგირება, თუმცა ეს არის ორმაგი სტანდარტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics