21:49 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 18:07:09, 2242 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადეს ვერ ატარებენ, შესაბამის ცნობას აიღებენ და არ დაჯარიმდებიან

მოქალაქეები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადეს ვერ ატარებენ, შესაბამის ცნობას აიღებენ და არ დაჯარიმდებიან, - ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ცენტრები უკვე გაფრთხილებულები არიან, მოქალაქეებს მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი ცნობა მისცენ, თავის მხრივ კი, მოქალაქეებმა აღნიშნული ცნობა თან უნდა იქონიონ, საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ და ისინი 20 ლარით აღარ დაჯარიმდებიან.

პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტში ამ წუთებში მსჯელობენ. დეპუტატები საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics