11:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 14:42:20, 2422 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე - თუ ქორწინების უფლება არსებობს, ის ყველასთვის უნდა არსებობდეს - მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ის მხარს უჭერს ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინებას, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას.

როგორც ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის ზოგადად, თვლის, რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის, ვინ ვისთან ერთად შექმნის ოჯახს.

მისივე განმარტებით, თუკი არსებობს რეგისტრაციის უფლება, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა.

„მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას. შესაბამისად, ის ბოდვა ჩანაწერი ამოსაშლელია კონსტიტუციიდან [ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის ერთობის განსაზღვრება].

ქორწინებაში ვგულისხმობ ურთიერთობის სამოქალაქო რეგისტრაციას; რელიგიური რიტუალი კონკრეტული კონფესიის საქმეა.

ზოგადად, ვთვლი რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ვინ ვისთან ერთად ქმნის ოჯახს, მაგრამ თუ ასეთი (რეგისტრაციის) უფლება არსებობს, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ეს დისკუსია მას შემდეგ წარმოიშვა, რაც პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, 6 ივნისს ლგბტქ+ ადამიანებზე საუბრისას განაცხადა, რომ „უმცირესობების უფლება ძალიან კარგად არის დაცული“. ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ ის ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლების წინააღმდეგია და რომ „შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ტრამპის ვახშმის უსაფრთხოება, - The Washington Post
ივანიშვილის წარმომადგენელმა კირცხალიამ, მორიგი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და ევროპა ქვეყნის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics