16:01 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-07 18:59:30, 2873 ნახვა

კომენტარი
მეუფე შიო ილია მეორეზე - მისი მოღვაწეობა დასტურია, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ეკლესიაში სულიწმინდა სუფევს

მისი საპატრიარქო მოღვაწეობა არის დასტური, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს - ამის შესახებ, პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ილია მეორეს მთელი მოღვაწეობა სულიზმინდის მადლით არის გაჯერებული.

„დღეს არის სულთმოფენობა. ეს არის დღე ჩვენი წმინდა ეკლესიის დაბადებისა. ეს არის დღე, რის გამოც უფალი იესო ქრისტე მობრძანდა ამ ქვეყნად, რის გამოც განკაცდა.

მინდა, ეს დღე, განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს მივულოცოთ. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მისი საპატრიარქო მოღვაწეობა არის დასტური, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს, იმიტომ რომ მთელი მისი მოღვაწეობა სულიწმინდის მადლით არის გაჯერებული და ჩვენ მადლობას მოვახსენებთ მას.   





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics