|
2020-06-05 18:42:12, 19397 ნახვა
ევროპის ამბები
პრემიერ-მინისტრი - ფაქტია, რომ წელს ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ
„პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმის და დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს. იმიტომ, რომ დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ. ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შეუყვარდათ იქ, არ ვიტყვი სადაც სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან ჩავედი, ეს არაა, ესეც შიდა ტურიზმია და ამასაც თავის ძალა აქვს. ამაზე სწრაფად უნდა ავკრიფოთ, სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის ,რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ. რთული იქნება იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკიდურესად ფრთხილადაა გასაკეთებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)