02:16 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 14:24:34, 1342 ნახვა

საზოგადოება
იუნისეფის განცხადებით, კონგოში ებოლას ვირუსის გავრცელება დაიწყო

5 ადამინი, აქედან ერთ-ერთი 15 წლის გოგონა, ებოლას ვირუსის ხელახალი გავრცელების გამო, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გარდაიცვალა - ამის შესახებ, ინფორმაციას „CNN” ავრცელებს.  

„იმ ოთხი ადამიანის, რომელთაც ვირუსი დაუდასტურდათ, მათი კონტაქტები გამოკვლეულია და საკარანტინე სივრცეში, ვუანგატას საავადმყოფოში გადიყვანეს.

გარდაცვალების შემთხვევა 18 მაისისსა და 30 მაისის შუალედში დაფიქისრდა, თუმცა მხოლოდ დღეს დადასტურდა, რომ ეს ებოლას ვირუსი იყო“, - ამის შესახებ იუნისეფი იუწყება.

ორშაბათს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება მბანდაკაში დაფიქისრებული 6 შემთხვევის შესახებ.

 ეს შემთხვევა აფრიკის რეგიონისთვის მეთერთმეტე შემთხვევაა, როდესაც მომაკვდინებელი ვირუსი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებას იწყებს.

„ახალი ებოლას ვირუსის გავრცელება დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. დადასტურდა 6 ინფიცირების შემთხვევა, ხოლო აქედან 4 ლეტალობით დამთავრდა. ამავდროულად კონგოს რესპუბლიკა კორონავიურისის გავრცელებასთან ბრძოლის საბოლოო ფაზაშია“, - განაცხადა ტედროსმა.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics