|
2015-01-27 16:42:26, 2145 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უზენაესმა რადამ რუსეთი აგრესორ ქვეყნად აღიარა
უკრაინის უზენაესმა რადამ რუსეთი აგრესორ ქვეყნად აღიარა და უცხო ქვეყნის პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა. „უკრაინის უზენაესი რადა რუსეთის ფედერაციას აგრესორ ქვეყნად აღიარებს და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, არ დაუშვან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებები, რომელიც უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის აგრესიას მოყვება“, - ნათქვამია რადას განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ტერორიზმს უჭერს მხარს და გაეროს უშიშროების საბჭოს მუშაობას აფერხებს, რითაც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, რადამ ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარა და სხვებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)