|
2020-05-30 13:50:31, 1394 ნახვა
კომენტარი
გამყრელიძე - შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელი იყო კოვიდ19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მატება
"მეტი სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მატება ყოველთვის მართვადია და იქნება მართვადი", - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღეს დილისთვის 11 შემთხვევა დაემატა. აქედან ორი არის ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ცხელი წერტილია, ხოლო 9 გახლავთ გუშინ დადასტუებული შემთხვევის კონნტაქტები. ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს აქტიიურად მიმდინარებს. 50-მდე კონტაქტია დადგენილი და კონტაქტების კვლევა ამ წუთებშიც გრძელდება. ეს არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ, ამიტომ ერთის მხრივ არავითარი საშიშროება არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ, მეტი სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მატება ყოველთვის მართვადია და იქნება მართვადი. ამავე დროს, გუშინ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. იცით, რომ დღეს ყველაზე ცხელი წერტილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელი მუშევანი გვაქვს, სადაც ყველაზე მეტი - 55 შემთხვევა იყო მანამდე დაფიქსირებული. ეს არის საკმაოდ მოზრდილი სოფელი, სადღაც, 700-მდე მცხოვრებით, აქედან 55-მდე ადამიანი გვყავდა სამკურნალოდ გადაყვანილი, დაახლოებით, 60-მდე ადამიანი იყო კარანტინში გადაყვანილი. გუშინ მოეწყო მასობრივი ტესტირების აქცია სოფელ მუშევანში, რომელიც ძალიან კარგად დააორგანიზა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გუბერნიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტმა. ჩვენგან ეპიდემიოლოგთა 8 ბრიგადა იყო წასული, ასევე ერთი ადგილობრივი ბრიგადა, მეც გახლდით ადგილზე, ვნახე ყველაფერი, ხალხი იყო ძალიან ორგანიზებული, სოფლის 9 წერტილში ხდებოდა ბიოლოგიური ნიმუშების აღება. გუშინ ჩვენ 574 ბიოლოგიური ნიმუშის აღება შევძელით, მათ შორის, ნახევარზე მეტი გამოკვლეული იქნა ლუგარში, ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, დანარჩენების კვლევა დღეს მიმდინარეობს და მოგახსენებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)