20:07 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-30 11:40:31, 1492 ნახვა

კომენტარი
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - „ბორდერიზაცია“ ქმნის დესტაბილიზაციის რისკს და სირთულეებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის

ბორდერიზაცია ქმნის დესტაბილიზაციის რისკს და სირთულეებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კალასმა, „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა,

დიეგო კალასის თქმით, სურს, დაადასტუროს თავისი პოზიცია საქართველოს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ.

„ეუთო-ს მუდმივ საბჭოში გუშინ გამართული განხილვების გათვალისწინებით, საფრანგეთს სურს, დაადასტუროს თავისი პოზიცია საქართველოს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე "ბორდერიზაციის" წინააღმდეგ, რაც დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის," – წერს დიეგო კოლასი "ტვიტერში".

ცნობისთვის, 28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთს უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics