23:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 16:34:36, 1380 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - „ქართული ოცნების“, როგორც შეტევის მთავარი ობიექტის მუდმივად გამორჩევა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა

ასეთი ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების გაკეთება და ჩვენი როგორც შეტევის მთავარი ობიექტის მუდმივად გამორჩევა არასწორია, - ასე მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპარლამენტო ოპოზიციას. არ ახსოვს

როგორც მან აღნიშნა, არ ახსოვს გამოსვლა, სადაც მთავარი შეტევის სამიზნე არ იყოს „ქართული ოცნება“.

„არასდროს არ ავყოლივარ ცდუნებას, რომ მეპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ გამოსვლებისთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის რაღაც ენერგია, რომელიც გათვლილია საზოგადოების გარკვეული ნაწილის ყურადღების მიქცევაზე. მე არ მახსოვს გამოსვლა, სადაც მთავარი შეტევის სამიზნე არ იყოს „ქართული ოცნება“, ხელისუფლება, პოლიტიკური ძალა და ერთი რეზოლუცია საკმაოდ მოუმზადებელი, გაუმართავი სამართლებრივად არის მთავარი საფრიალო დოკუმენტი. უნდა შევაფასოთ სააკაშვილი-ბოკერიას ხელისუფლების პერიოდი. შეფასებულიც არის, უამრავი ხალხი გასამართლებულია, ბევრი გაქცეულია და ბევრი კიდევ იხდის სასჯელს. ამაში კარგი არაფერი არ არის. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგა ალბათ დაუდგა ყველა თავდებში ბატონ მელიას. არც ეგ არის სასიამოვნოდ მოსაგონარი თემა, მაგრამ მთლიანობა ეს არის. ასეთი ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების გაკეთება და მითუმეტეს მუდმივად გამორჩევა ჩვენი როგორც შეტევის მთავარი ობიექტის, არასწორია და არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

რაც შეეხება აქ „ნაცკლასტერს“, მაზოხისტები ხართ, სადისტები იყავით, მაშინ ძალა გქონდათ ხელში და სადიზმის რამხელა დიაპაზონი და რამდენი ადამიანი არის დაზარალებული ამით. სისხლისღვრაზე ლაპარაკობენ ახლა, სირცხვილია ბოლოსდაბოლოს. რომელ ბავშვებზე გიზრუნიათ საერთოდ? ვისთვის რა თანხა გაქვთ მიცემული ოდესმე? განსაკუთრებით 2008 წელში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics